დევი ტაბიძე: მეოთხე ტალღა აგვისტოში დაიწყება – სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ მასობრივი ვაქცინაციის დაწყება

“ჩვენ არ გვაქვს მოცდის უფლება, ყველამ უნდა გაიგოს, ვინც  უნდა იყოს და რა პოზიციაზე არ უნდა იყოს, არ გვაქვს არჩევანის უფლება, სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ მასობრივი ვაქცინაციის დაწყება”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური საავადმყოფოს” კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა.

ტაბიძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის მეოთხე ტალღა აგვისტოში დაიწყება.

“ჩვენ არ გვაქვს მოცდის უფლება, ყველამ უნდა გაიგოს, ვინც  უნდა იყოს და რა პოზიციაზე არ უნდა იყოს, არ გვაქვს არჩევანის უფლება, სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე, მეტნაკლებად წარმოადგინეს გეგმა, ამ გეგმაში ყველაფერი დადებითი არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა რაოდენობის ვაქცინა და როდის შემოდის. მილიონ ნახევარი, მილიონი დოზა გასაგებია, მისაღებია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა იწყებს არჩევანს, ძალიან ცუდი საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს, ვერანაირი კვლევა ვერ შემაცვლევინებს აზრს, რომ სასწრაფოდ უნდა ჩავიტაროთ იმუნიზაცია იმ ვაქცინით, რომელიც გვაქვს. არცერთ ვაქცინას ისეთი ცუდი გამოსავალი არ აქვს, როგორიც იმას, როდესაც ვაქცინაცია არ ტარდება. ჩვენ წინ გვაქვს ზაფხულის სეზონი, რომელსაც გარკვეული შემსუბუქებები მოჰყვება, ამ პერიოდში არა მხოლოდ შიდა ტურიზმი გაიზრდება, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც შემოვლენ ტურისტები. ამასობაში ინდური შტამი შემოგვიტევს და მეოთხე ტალღა იქნება უფრო მძიმე, ვიდრე მესამე. უფრო მძიმე იქნება, უფრო ახალგაზრდა ასაკი იქნება და შესაბამისად გაიზრდება მსხვერპლიც. ივლისის 15 რიცხვიდან დაიწყება სეზონი, აგვისტოს 15-დან მოხდება ერთმანეთში აღრევა და 20 აგვისტოდან ეს ყველაფერი სამწუხარო პროგნოზით გამოჩნდება. მე, როგორც ჯანდაცვის მუშაკი და ექსპერტი, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების წინააღმდეგი ვარ”, – განაცხადა ტაბიძემ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები