თამარ გაბუნია: მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება ზაფხულში, ივლისი იქნება პირველი თვე

“მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება ზაფხულში. ივლისი იქნება პირველი თვე, რომელიც აქტიურად იქნება დატვირთული ვაქცინაციით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს კლინიკებთან.

„დამატებით 16 ჰოსპიტალი და 15 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება თბილისში მზადაა იმისთვის, რომ ჩაერთოს ეტაპობრივად პროგრამაში.

თბილისში დამატებითი ვაქცინაციის ადგილები გაჩნდება და, გარდა ამისა, მიდის მუშაობა თავშეყრის ადგილებში ვაქცინაციის დიდი წარმადობის ცენტრების მოწყობაზე, რომელსაც მეთვალყურეობას გაუწევს ჯანდაცვის სამინისტრო და იქ უსაფრთხოებისა და მომსახურების სტანდარტები იქნება დაცული“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები