რატი იონათამიშვილი: ვხედავთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის საგარეო პოლიტიკა პროაქტიურია – ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული როლი იზრდება

“ყველანი ვხედავთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის მთავრობის საგარეო პოლიტიკა პროაქტიურია“, – ასე გამოეხმაურაკვირასთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი აზერბაიჯანული მხარის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებასა და საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას.

იონათამიშვილის თქმით, საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის როლი იზრდება.

“ყველანი ვხედავთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის მთავრობის საგარეო პოლიტიკა პროაქტიურია. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული როლი იზრდება. აშშ-ის მხრიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნის – თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც ამაზე მიუთითებს, რომ საქართველო რეგიონში მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა”,- აღნიშნა კვირასთან იონათამიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები