„ენკა“: კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, „ნამახვანჰესის“ გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას

სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკამ“ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანია „ენკა“ სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ენკა“ არ აპირებს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას.

„სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკამ“ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის – „ნამახვანჰესის“ გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას.

ასევე, კომპანია მზადაა, პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები