2020-2021 სასწავლო წელი საკლასო ოთახებში სრულდება

2020-2021 სასწავლო წლის დასასრულს სკოლებში Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელმა კვლავიკლო. ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის 0,2%-ს, ხოლო მოსწავლეთა 0.04%-ს დაუდასტურდა. 

სასწავლო წლის ბოლო დღეებში სრულ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 52 სკოლა და 139 ცალკეული კლასი. ამასთან, პირადი მოთხოვნის საფუძველზე, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე 120 რისკის ჯგუფში მყოფი მასწავლებელი.

შეგახსენებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს მთავრდება. ბოლო კვირაში ვირუსის შემცირებული მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ სამინისტრომ შეძლო სკოლებში ვირუსის შიდა გავრცელების  პრევენცია და მიმდინარე სასწავლოწელი სასკოლო საზოგადოებისთვის საკლასო ოთახებში სრულდება.

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები