ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი „ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი „ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს და „რიონის მცველების” წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც მხარეებმა მედიასთან განაცხადეს, დღეს პროექტში ჩართული პირები პოზიციებს გაცვლიან.

მთავრობის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ მოლაპარაკების შედეგად მიიღება ჰიდროელექტროსადგურის ისეთი პროექტი, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები