როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში-12 ივნისის პროგნოზი

12 ივნისს ქუთაისში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. დღისით +27 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი დღე და +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში უმეტესად უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდები ფოთში. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღის განმავლობაში ცვალებადი მოღრუბლულობა და +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

მესტიაში +17 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ნალექიან დღეს პროგნოზირებენ, ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ჭიათურაშიც, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს.

+23 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +27 გრადუსი და უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება გუდაურშიც, დღისით +16 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავშიც. დღის განმავლობაში +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

უმეტესად უნალექო დღე იქნება გურჯაანში. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +28 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ასევე იწვიმებს. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უხვი ნალექია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები