ნიკოლოზ სამხარაძე – „აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, რათა რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ქმედებები”
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ლიეტუველ კოლეგასთან, ვილია ალეკნაიტე აბრამიკიენესთან შეხვედრა გამართა, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსა და ლიეტუვას დელეგაციის ფარგლებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და მეტი მხარდაჭერა, რათა რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ქმედებები”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ნიკოლოზ სამხარაძემ ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
შეხვედრისას ყურადღება სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ვილია ალეკნაიტე აბრამიკიენეს ლიეტუვას მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.