შალვა პაპუაშვილი: ჩუღურეთში 220-ე საჯარო სკოლას ვესტუმრეთ, რომელიც 2009 წელს დაიხურა და იმავე ადგილას ევროპული სტანდარტის ახალი სკოლა გაიხსნა
“ჩუღურეთში 220-ე საჯარო სკოლას ვესტუმრეთ, რომელიც 2009 წელს დაიხურა და იმავე ადგილას ევროპული სტანდარტის ახალი სკოლა გაიხსნა”, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, წლის ბოლოსთვის საქართველოს სკოლების 30% რეაბილიტებული ან ხელახლა აშენებული იქნება.
,,დღეს ჩუღურეთში 220-ე საჯარო სკოლას (ყოფილი მე-3 სკოლა) ვესტუმრეთ, რომელიც 2009 წელს დაიხურა, ხოლო მის 500 მოსწავლეს სახლიდან მოშორებით უწევდა განათლების მიღება.
2020 წელს იმავე ადგილას ევროპული სტანდარტის ახალი სკოლა გაიხსნა, რაც როგორც იმ უბანში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, ისე უბნის სხვა მცხოვრებთათვის განსაკუთრებული მოვლენაა.
წლის ბოლოსთვის საქართველოს სკოლების 30% რეაბილიტებული ან ხელახლა აშენებული იქნება, ხოლო 5 წელში საქართველოს ყველა სკოლა იქნება რეაბილიტებული ან ხელახლა აშენებული”, – წერს პაპუაშვილი.