ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიცეპრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა.
ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები