ნათია თურნავა: მთავრობის წევრები არ დავიღლებით იმის აღნიშვნით, რომ აპრილის ეკონომიკური ზრდა მართლაც უპრეცედენტო იყო
“აპრილის ეკონომიკური ზრდა მართლაც უპრეცედენტო – 45% იყო, რამაც საშუალება მოგვცა, წლევანდელი ეკონომიკური ზრდის ობიექტური პროგნოზი გავაორმაგოთ”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, არის შესაძლებლობა, სხვა დამატებითი ფაქტორების განვითარებისა და პანდემიის სწრაფი დაძლევის პირობებში, წელს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა იყოს.
„ტურიზმის აღდგენისა და იმ ეკონომიკური პროგრამების აღდგენის კვალობაზე, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, დაწყებული მასშტაბური პრივატიზაციის, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებითა და ინსფრასტრუქტურული პროექტებით, ეკონომიკა ჯანსაღდება. ამაზე გასულ კვირას ძალიან ბევრი ვისაუბრე. მთავრობის წევრები არ დავიღლებით იმის აღნიშვნით, რომ აპრილის ეკონომიკური ზრდა მართლაც უპრეცედენტო – 45% იყო, რამაც საშუალება მოგვცა, წლევანდელი ეკონომიკური ზრდის ობიექტური პროგნოზი 3,5%-დან 6,7.5%-მდე გავაორმაგოთ. გვაქვს შესაძლებლობა, სხვა დამატებითი ფაქტორების განვითარებისა და პანდემიის სწრაფი დაძლევის პირობებში, წელს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა გვქონდეს. ეს არის ზომიერი, ფრთხილი ოპტიმიზმი, მაგრამ ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა თურნავამ.