მეუფე შიო: როცა ვხედავთ მრავალ მწუხარებას და განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება, სამწუხაროც კი, შეიძლება იყოს მთავარი გამოცდილების მომტანი ადამიანის ცხოვრებაში

“ღმერთი ბევრ რამეს აძლევს ადამიანს მიწიერ ცხოვრებაში, სიმდიდრესაც, კეთილ ცხოვრებასაც, მაგრამ თუ ის ამაში უფლის მადლიერებას ვერ პოულობს, ღმერთი არ დაუშვებს, რომ ადამიანი ცრუ კეთილდღეობაში დაიღუპოს”,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა გარემოება სამწუხაროც კი, შეიძლება მთავარი გამოცდილების მომტანი იყოს ადამიანის ცხოვრებაში.

“ჩვენც, როდესაც ცხოვრებაში ვხედავთ მრავალს მწუხარებას და განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება, სამწუხაროც კი, შეიძლება იყოს მთავარი გამოცდილების მომტანი ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის დანახვა უფლისა და შეხვედრა ღმერთთან. ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე, როგორც წესი, გვეშინია მისი. ღმერთი ბევრ რამეს აძლევს ადამიანს მიწიერ ცხოვრებაში, სიმდიდრესაც, კეთილ ცხოვრებასაც, მაგრამ თუ ის ამაში უფლის მადლიერებას ვერ პოულობს, ღმერთი არ დაუშვებს, რომ ადამიანი ცრუ კეთილდღეობაში დაიღუპოს. ესეც მისი კაცთმოყვარეობაა, რომ თუ ადამიანი ისე გაუხეშდა, ნაზი ქროლვის შეგრძნების უნარი აღარ აქვს ადამიანს, ქარიშხალი შემოდის მის ცხოვრებაში, რომ ფერი იცვალოს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები