საპატრიარქოს სპეციალური კომისიის წევრი: მშობლების სურვილის საფუძველზე, ნინოწმინდის პანსიონი ხუთმა ბავშვმა დატოვა

საქართველოს საპატრიარქოს სპეციალური კომისიის წევრი, ვეფხია ოდიშარია აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონი, მშობლების სურვილის საფუძველზე, ხუთმა ბავშვმა დატოვა.

მისი განმარტებით, ბავშვები ზაფხულობით მიჰყავთ ხოლმე.

„სოციალურ მუშაკებთან ერთად, ვაკვირდებით პროცესს. ჩამოვიდა რამდენიმე ადამიანი. ერთი იყო ბავშვის ბიძა, რომელსაც ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი ბავშვის გაყვანა. როგორც ჩვენ გვითხრეს, ის ზაფხულობით გაჰყავთ ხოლმე. წეღან კიდევ წაიყვანეს ბავშვები. სულ ხუთი ბავშვი გაიყვანეს. ესენია შემთხვევები, როცა გადაწყვეტილი ჰქონდათ და როგორც გვითხრეს, ისინი ზაფხულობით, გაჰყავდათ ხოლმე. კომისიას გაწერილი აქვს გეგმა და ამ გეგმის მიხედვით, სოციალურ სამსახურთან ერთად, ვაკვირდებით და ვსწავლობთ სიტუაციას. როოგორც პირველივე დღეს მოგახსენეთ, ყველაფერი იქნება შესწავლილი და ჩვენი მხრიდან, დასკვნა დაიდება“, – აცხადებს ვეფხია ოდიშარია.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქო სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები