ჰუბერტ ქნირში: საქართველოს მეგობრებმა დავასკვენით, რომ ამნისტია არის საუკეთესო გზა შექმნილ მდგომარეობასთან გასამკლავებლად

საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, ამნისტია არის საუკეთესო გზა შექმნილ მდგომარეობასთან გასამკლავებლად.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უკეთესი გეგმა თუ აქვს 20 ივნისის მოვლენებთან გასამკლავებლად, მათგან ამ გეგმას მოისმენდა.

„ამნისტიის კანონპროექტი არის რთული თემა. ამ საკითხზე შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ გარე დამკვირვებლების გადმოსახედიდან, ამ ქვეყნის მეგობრების გადმოსახედიდან, ჩვენ დავასკვენით, რომ ამნისტია არის საუკეთესო გზა შექმნილ მდგომარეობასთან გასამკლავებლად. შესაძლოა, იდეალური გამოსავალი არ გახლავთ, მაგრამ ეს საუკეთესო გზაა წინ წასაწევად. „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ აქვს სხვა გამოსავალი, როგორ უნდა გავუმკლავდეთ 20 ივნისის მოვლენებს, მე მინდა მოვისმინო ეს პრაქტიკული გეგმა მათგან და ვფიქრობ, საქართველოს საზოგადოებასაც სურს ამ გეგმის მოსმენა“, – განაცხადა ქნირშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები