ვლადიმერ ბოჟაძე: 18-19 თებერვალს, გაქცეული სააკაშვილი მართლა ყოფილა თურქეთში – იქნებ ვინმემ გაგვაგებინოს, რატომ გადადგა გახარია 18 თებერვალს

ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადებას Facebook-ზე ეხმაურება.

როგორც ანალიტიკოსი წერს, აუცილებელია საზოგადოებამ გაიგოს გახარიას გადადგომის რეალური მიზეზი.

„ირაკლი კობახიძის ინტერვიუს შემდეგ, „დავგუგლე“ და, 18-19 თებერვალს გაქცეული სააკაშვილი მართლა ყოფილა თურქეთში, პოლონეთის საზღვრიდან უკრაინაში მისი „შეთრევის” კადრები ყველას ნანახი გვაქვს და როგორც ჩანს, სარფიდანაც იგივეს აპირებდნენ. სავარაუდო გეგმის არსებობას არც „ნაცები“ უარყოფენ – სულ სააკაშვილის ჩამოსვლით „გვემუქრებიან” და ამას არც გახარიას გუნდის წევრები გამორიცხავენ. ამიტომ, იქნებ ვინმემ „იკადროს” პასუხის გაცემა და გაგვაგებინოს, რატომ გადადგა გიორგი გახარია 18 თებერვალს და რა იყო გადადგომის რეალური მიზეზი“, – წერს ვლაფიმერ ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები