ლევან ნიკოლეიშვილი: დროში და სიტუაციურად ყველაფრის დამთხვევა, ვითომ შემთხვევით ხდებოდა ? ამიტომაც ჩნდება კითხვები

დროში და სიტუაციურად ყველაფრის დამთხვევა, ვითომ შემთხვევით ხდებოდა? ამიტომაც ჩნდება კითხვები, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიაზე წერს.

„ამდენი დამთხვევა და ამდენი შემთხვევითობა? სარფის საზღვართან სააკაშვილის ყოფნა, რომელსაც მხოლოდ რევოლუცია და გადატრიალება ელანდება ! აქ კი მოულოდნელად გახარიას გადადგომა ! დროში და სიტუაციურად ყველაფრის დამთხვევა, ვითომ შემთხვევით ხდებოდა ? ამიტომაც ჩნდება კითხვები! ასევე, გასათვალისწინებელია ყოფილი პრემიერის და მისი გუნდის, გუშინ ჯერ კიდევ თანამდებობებზე მყოფების ხელისუფლების ასეთი სასტიკი კრიტიკა ? ვნახოთ, ვნახოთ პოლიტიკურ ველზე რადიკალიზმით კიდევ ერთი მოთამაშის შემოსვლა რა შედეგის მოიტანს საარჩევნოდ ! ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები კი არც ისე შორსაა“, – წერს ნიკოლეიშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კიევიდან მათ შეატყობინეს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების აყირავების გეგმის სისრულეში მოყვანისთვის 2 დღე სჭირდებოდა, და სწორედ 2 დღით ითხოვდა გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების გადადებას, რაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები