სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” სენატორებისა და ოპოზიციის წევრების საქმიანი ვახშამი მიმდინარეობს
“შერატონ მეტეხი პალასში” საპარლამენტო ოპოზიციის წევრებისა და სენატორების საქმიანი ვახშამი მიმდინარეობს.
აღნიშნულ შეხვედრას საქმიანი სახე ექნება, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სენატორებს საკუთარ გზავნილებს მიაწვდიან.
შეხვედრას ესწრებიან: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, საპარლამენტო ფრაქცია „ლელო -პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.