ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტს ავსტრალიაში პროტესტი მოჰყვა

ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ოფიციალური ვიზიტით ავსტრალიაში იმყოფება. მისი ჩასვლისას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის სიდნეისა და მელბურნში, ათასობით მოქალაქემ საპროტესტო აქციები გამართა.

პროტესტები დაკავშირებულია ისრაელის პოლიტიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან. დემონსტრანტები გმობენ ღაზაში სამხედრო ოპერაციებს და პალესტინელ მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებენ.

პროტესტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი მიზანია მშვიდობიანი გამოსვლებით მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მშვიდობიან გზებზე გადაჭრის აუცილებლობაზე მიაპყრონ.

იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიაში ებრაული თემისთვის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოსახატად იმყოფება გასულ წელს, სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები