ირაკლი კობახიძე: ვერც გახარია, ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც უგულავა 43%-იან ბარიერს ვერ დაგვაახლოებენ

“ვერც გახარია, ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც უგულავა 43%-იან ბარიერს ვერ დაგვაახლოებენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შედეგს ყველა ოქტომბერში იხილავს.

„წამოცდენები ჰქონდათ ოპოზიციონერებს. მაგალითად, უგულავას, ცისკარიშვილს და ა.შ. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ამყარებენ იმედებს გახარიაზე, რომ ის დაეხმარებათ მათ რაღაცნაირად იმაში, რომ დაგვაახლოონ 43%-იან ბარიერს, მაგრამ ეს გამორიცხულია. ვერც გახარია, ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც უგულავა ჩვენ 43%-იან ბარიერს ვერ დაგვაახლოებს, გამომდინარე საზოგადოების მხარდაჭერიდან. ამას იხილავს ყველა ოქტომბერში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები