ელისო ბოლქვაძისა და ლატვიის ელჩის, ინგრიდა ლევრენცეს შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების სისტემის შესახებ იმსჯელეს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ლატვიური სახელოვნებო განათლების სისტემის წარმატებული გამოცდილების საქართველოში გაზიარების შესახებ ისაუბრეს.
“შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ უცხოელ ექსპერტთა ჩართულობის მნიშვნელობაზე სახელოვნებო განათლების სისტემის დანერგვისას საქართველოში. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები