“მმართველი ხელისუფლება იმდენად აღელვებულია შექმნილი სიტუაციით, რომ დაუჯერებელ ისტორიებს იგონებენ”, – ასე გამოეხმაურა გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ბექა ლილუაშვილი ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებას, რომ გახარიას გადადგომამდე ,,ნაცმოძრაობასთან” ჰქონდა კომუნიკაცია.
როგორც ლილუაშვილმა ,,კვირასთან” საუბრისას განაცხადა, მმართველი გუნდი ისტერიკაშია.
,,სასაცილოც აღარაა უკვე, იმდენად ჩანს რეალური სიტუაცია. ეს ძველი შეფასებებია, მხოლოდ ახლა არ მოუგონიათ. გამოდის, რომ ,,ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი პრემიერმინისტრი ჰყავდათ და სიის პირველი ნომერი? სისულელეა, სერიოზული კომენტარი როგორ შეიძლება, გავაკეთო ამაზე, არ ვიცი. მმართველი ხელისუფლება ამით ამბობს, რომ მათი სიის პირველი ნომერი ,,ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი იყო. იმდენად აღელვებულები არიან შექმნილი სიტუაციით, რომ დაუჯერებელ ისტორიებს იგონებენ. მათი მდგომარეობის ისტერიკული გამოხატულებაა ეს ყველაფერი”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ,,კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას გადადგომამდე კომუნიკაცია ჰქონდა ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერშიპთან და მისი გადადგომა სააკაშვილის რევოლუციური სცენარის ნაწილი იყო.