გიორგი სიორიძე: კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ცესკო-მ ხელახალი შესარჩევი კონკურსები გამოაცხადოს, რათა საოლქო კომისიებში ვაკანტურ ადგილებზე ახალი წევრები ცესკო-ს განახლებულმა შემადგენლობამ უკვე 2/3-ის კვორუმით აირჩიოს
”კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ცესკო-მ ხელახალი შესარჩევი კონკურსები გამოაცხადოს, რათა საოლქო კომისიებში ვაკანტურ ადგილებზე ახალი წევრები ცესკო-ს განახლებულმა შემადგენლობამ უკვე 2/3-ის კვორუმით აირჩიოს”, – ამის შესახებ ,,ლელოს” წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმის გატარებამდე დარჩენილია, დაახლოებით, 3-4 კვირა.
,,შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ცესკო-მ 4 საოლქო კომისიაში 5-წლიანი ვადით აირჩია წევრები. დღეს მთაწმინდისა და დმანისის საოლქო კომისიებში აპირებს თითო წევრის არჩევას. შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ამბიციური საარჩევნო რეფორმის გატარებამდე დარჩენილია დაახლოებით 3-4 კვირა. ამის შემდეგ, ცესკო-ში 8 ოპოზიციური პარტია დანიშნავს წევრებს. ამიტომ, შარლ მიშელის შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ცესკო-მ ხელახალი შესარჩევი კონკურსები გამოაცხადოს, რათა საოლქო კომისიებში ვაკანტურ ადგილებზე ახალი წევრები ცესკო-ს განახლებულმა შემადგენლობამ, უკვე 2/3-ის კვორუმით აირჩიოს და მიანიჭოს ამ პროცესს ის ლეგიტიმაცია, რომელიც საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციის და შესაბამისად, არჩევნების მიმართ ნდობას გააჩენს”, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.