ირაკლი კობახიძე – ,,ნაცმოძრაობაზე”: პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არ აქვს

“პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არ აქვს”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ,,ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

,,გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შემოსვლის შესახებ. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მათი მარცხის საბოლოო გაფორმებაა. 6 თვის განმავლობაში ისინი ახორციელებდნენ საბოტაჟს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის წინააღმდეგ. ისინი იმუქრებოდნენ პარლამენტში არშესვლით, თუმცა, საბოლოდ მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება.

ვერ დამიჭერთ, არ გამოვალ, ვერ შევალ დასრულდა დაჭერით, გამოსვლით და შესვლით. ამას მარტივი მიზეზი აქვს: საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის მხარეს არის სიმართლე და ძალა, რომელიცფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას ეფუძნება. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცხდელობა – დაუპირისპირდეს დემოკრატიულ სისტემას, მომავალშიც ასეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ამ პოლიტიკურ ძალას არა აქვს არავითარი რესურსი დემოკრატიული სისტემის ფუნციონირებაში რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს. იმ პირობებში კი, რომ ისინი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე შემოდიან, პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არა აქვს. მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი, ლოგიკური შედეგები ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები