ირაკლი კობახიძე: ხელმოწერაზე უარის თქმით „ნაცმოძრაობა“ ადასტურებს, რომ ამნისტიის კანონი ზუსტად შეესატყვისება მიშელის დოკუმენტს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელმოწერაზე უარის თქმით „ნაცმოძრაობა“ ადასტურებს, რომ ამნისტიის კანონი ზუსტად შეესატყვისება მიშელის დოკუმენტს.
„როდესაც „ნაცმოძრაობა“ ხელმოწერაზე უარის საფუძვლად აცხადებენ ამნისტიის შესახებ პუნქტს, ამით ისინი ადასტურებენ, რომ ამნისტიის კანონი იმ ფორმით, რა ფორმითაც ის ჩვენ დავაინიცირეთ, ზუსტად შეესატყვისება მიშელის დოკუმენტს“, – განაცხადა კობახიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.