ამირან გამყრელიძე: აჭარაში, სანაპიროზე ტურისტები პირბადის გარეშე დადიან, ეს დაუშვებელია

აჭარაში, სანაპიროზე ტურისტები პირბადის გარეშე დადიან, ეს დაუშვებელია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზაფხულის პერიოდში, რეგულაციების არდაცვის საფუძველზე შესაძლებელია შემთხვევების ზრდის რისკი იყოს.

,,ის რეკომენდაციები, რაც ქვეყანაში არსებობს ყველამ უნდა დაიცვას. მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარაში, სანაპიროზე ტურისტები პირბადის გარეშე დადიან გარე სივრცეებში, ეს დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, შემთხვევების ის ოდენობა, რომელიც გვაქვს, მაინც მაღალია. ზაფხულის პერიოდში მობილობის გაზრდით და რეგულაციების არდაცვის საფუძველზე შესაძლებელია იყოს შემთხვევების ზრდის რისკი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები