გიორგი გახარია: ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზანი არის, მოიპოვოს მაქსიმალური მხარდაჭერა
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზანი არის, არჩევნებზე მოიპოვოს მაქსიმალური მხარდაჭერა. ეს იქნება ჩვენი მიზანი.
ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე, პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც, ემოციურადაც და კიდევ ბევრი სხვადასხვა მიზეზით. მე გპირდებით, რომ უახლოეს პერიოდში, ალბათ, ორშაბათს ან სამშაბათს, გვექნება შეხვედრა სატელევიზიო მედიის ყველა წარმომადგენელთან, სადაც საუბრისთვის ბევრად უკეთესი შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა გახარიამ.