მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის დახმარებაზე: ეს იმის ნიშანია, თუ რაოდენ დიდად აფასებს შეერთებული შტატები ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს
განუზომლად დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ტიპის დახმარებას, როგორც უშუალოდ კონკრეტული საქმეებისთვის, რისთვისაც არის გამიზნული ასეთი დახმარებები, ამავდროულად ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის 88 მილიონი აშშ დოლარით დახმარება იმაზე მეტყველებს, რამდენად აფასებს შეერთებული შტატები პარტნიორულ ურთიერთობებს.
„განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში არ ულხინს არც ერთ სახელმწიფოს და ბუნებრივია, არავის აქვს ზედმეტი 88 მილიონი დოლარი. ეს ნიშანია იმისა, თუ რაოდენ დიდად აფასებს ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აშშ საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს.