მიხეილ სარჯველაძე : გიორგი გახარიას პერსპექტივები “ქართული ოცნების” ჯგუფში ჰქონდა, დამოუკიდებლად რეიტინგი არ აქვს
“ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას ძალიან გაუჭირდება ყოფილ გუნდს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გიორგი გახარიას რეიტინგს ეჭვქვეშ აყენებს.
“ამ ეტაპზე არავითარი შანსი ახალ ჯგუფს არ აქვს, მათ ჰქონდათ რეალური პერსპექტივები “ქართული ოცნების” ჯგუფში, თუმცა დამოუკიდებლად არ აქვს რეიტინგი. თუნდაც ის პიროვნული რეიტინგი, რომელიც პრემიერობის პირობებში ჰქონდა დამოუკიდებელი მოთამაშის როლში ვერ ექნება,”- აღნიშნა სარჯველაძემ.