მიხეილ სარჯველაძე: აუხსნელი ცვლილებები გახარიას პოლიტიკური ჯგუფის ხედვებში ბოლო ხანებია შეინიშნება და შესაძლებელია სიურპრიზებსაც ველოდოთ
უხსნელი ცვლილებები ამ პოლიტიკური ჯგუფის ხედვებში ბოლო ხანებია შეინიშნება და შესაძლებელია სიურპრიზებსაც ველოდოთ ამ მიმართულებით და აირჩიონ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ხედვა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„სიმართლე გითხრათ არ მგონია, რომ ეს რაიმე ფორმით შეიძლება რეალური კონკურენტი იყოს, რომელსაც შეუძლია რაიმე გავლენა იქონიოს ელექტორატის პარტიულ განწყობებზე და ამ მიმართულებით რაიმე თვისობრივი ცვლილება შეიტანოს.
ასეთია ჩემი მოლოდინი, თუმცა რა საკვირველია ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მათ შორის იმ საკითხზეც თუ რა პოლიტიკურ პარტიას აირჩევს, ამ შემთხვევაში, მით უმეტეს, რომ მოულოდნელია ესე ვთქვათ აუხსნელი ცვლილებები ამ პოლიტიკური ჯგუფის ხედვებში ბოლო ხანებია შეინიშნება და შესაძლებელია სიურპრიზებსაც ველოდოთ ამ მიმართულებით და აირჩიონ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ხედვა, როგორც შესათავაზებელი რამ ამომრჩევლისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.
დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.