GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების წვრთნები ღამის პირობებში ჩატარდა
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების წვრთნები ღამის პირობებში ჩაატარა.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, წვრთნების მიმდინარეობისას შემოწმდა ასეულის ეფექტურობა და პირადი შემადგენლობის მომზადების დონე თავდაცვითი ოპერაციების წარმოებაში.
მათივე ცნობით, GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების ფაზის წვრთნების მთავარი ამოცანა მხარდამჭერ ქვედანაყოფთან ერთად სინქრონული მოქმედებებისა და თავდაცვითი ოპერაციების წარმოება იყო. ქვეითთა ბატალიონს მხარს სატანკო ოცეული, სნაიპერების ორი გათვლა, საცეცხლე და საინჟინრო ათეული უჭერდა.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.