„გალერეიდან ქაშვეთამდე “ – საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი ლადო გუდიაშვილის დაბადებიდან 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით წარმოადგენს საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას – „გალერეიდან ქაშვეთამდე “.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, პროგრამა ჩატარდება როგორც ეროვნული გალერეის საგამოფენო დარბაზში, ასევე პლენერზე. მონაწილეები გაეცნობიან ლადო გუდიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ფრაგმენტებს და დაათვალიერებენ იმ ადგილებს, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მხატვრის შემოქმედებაში.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

იხილეთ ბმული:
http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=76&info_id=16030&fbclid=IwAR0nFCk8JMabRCYQp6WT-i9u9et1xQxs8wOQx4rcAylnSU9ZW20VnEAdilg

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები