აზერბაიჯანში “კოვიდპასპორტების” სისტემა დაინერგება

აზერბაიჯანში ე.წ. კოვიდპასპორტების დანერგვას გეგმავენ, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის თანაშემწემ, შახმარ მოვსუმოვმა განაცხადა.

მისი თქმით, პირებს, რომლებმაც კორონავირუსის საცინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, სერთიფიკატს გადასცემენ.

“მეორე სერთიფიკატი არის იმუნიტეტის შესახებ სერთიფიკატი, რომელსაც დაავადებაგადატანილ ადამიანებს მისცემენ. ამ სერთიფიკატებს ე.წ. COVID პასპორტები ეწოდება,”- განმარტა მან.

პირველ ეტაპზე იგეგმება ამ პასპორტების გამოყენება სპორტულ და დასვენების კომპლექსებში, რომელთა საქმიანობა 10 ივნისიდან განახლდება.

მომავალში, COVID პასპორტების ფუნქცია გაფართოვდება და მათი გამოყენება იქნება შესაძლებელი კინოთეატრებში, თეატრებში და პრივილეგიების მიღებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები