ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ჩვენთან და ევროპაშიც დამშვიდებისკენ მიდის

“ეპიდსიტუაცია გლობალურად, ევროპაშიც და ჩვენთანაც მიდის დამშვიდებისკენ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ნელი ტემპით იმეორებს იმავე მრუდს, რაც არის გლობალურად, განსაკუთრებით კი – ევროპაში.

„ეპიდსიტუაცია გლობალურად, ევროპაშიც და ჩვენთანაც მიდის დამშვიდებისკენ. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩვენ ვმერყეობთ 1000-სა და 1200-ს შორის დღიურად, დადებითობის მაჩვენებელი კი მაისში 4%-ზე ოდნავ მეტია. საქართველო ნელი ტემპით იმეორებს იმავე მრუდს, რაც არის გლობალურად, განსაკუთრებით კი – ევროპაში. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმი და იქედან შემოსავლები ადამიანებისთვის, ამიტომაც, ჩვენ ოქროს შუალედი უნდა ავირჩიოთ. ეს ოქროს შუალედია გამკაცრებული აღსრულების მექანიზმების ფონზე, ძალიან დიდი სიფრთხილით, თანდათან ქვეყნის ეკონომიკის გახსნა ხდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები