მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ​მეტროსადგურებმა „ვაჟა-ფშაველამ“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ მგზავრთა მომსახურება განაახლეს.

კომპანიის ცნობით, დღეს დილიდან, ტექნიკური ხარვეზის გამო, აღნიშნული სადგურები მგზავრთა მიღებაზე დროებით დაიკეტა. საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდებოდა ზონალურად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ და პირიქით.

ამ ეტაპისთვის, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრთა მომსახურებას შეუფერხებლად განაგრძობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები