სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში აუცილებლად შემოვა
“ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში აუცილებლად შემოვა”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პარტია საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გზებს ეძებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში აუცილებლად შემოვა, ეს მათ დიდი ხანია, გადაწყვეტილი აქვთ და ახლა ეძებენ გზებს, როგორ შეინარჩუნონ სახე. ახლა ფიქრობენ, როგორ შემოვიდნენ ისე, რომ მოუწევთ ლეგიტიმურობის აღიარება და იმის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.