იტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდეა გაზრდილი

იტალიაში, პიემონტში საბაგირო გზის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდეა გაზრდილი.

ამის შესახებ ინფორმაციას ალპების ეროვნული სამაშველო სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

აღინიშნება, რომ დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან, მათი ევაკუირება ტურინში მოხდა.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა, გამოცემა RaiNews-ი ვარაუდობს, რომ ტრაგედიის მიზეზი შესაძლოა, ტროსთან დაკაშირებული პრობლემა გამხდარიყო.

იტალიაში, მოტარონეს მთებში საბაგირო გზა 23 მაისს მოწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები