ლევან ვასაძე: ადგილობრივ მოსახლეობას თუ არ უნდა, „ნამოხვანჰესის“ პროექტი არ უნდა განხორციელდეს

“ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებლის, ლევან ვასაძის განცხადებით, „ნამოხვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მხარს უჭერს.

მისივე თქმით, მსგავსი პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობის გარეშე არ უნდა განხორციელდეს.

„მოვედი, რომ მხარი დავუჭირო რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტს. მიმაჩნია, რომ პროექტი ამ  სახით არ უნდა განხორციელდეს, როგორც უკვე საჯაროდ ვთქვი. ჩემი აზრით, ნებისმიერი მსგავსი პროექტის განხორციელების პირველი პირობა არის ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობა პროექტზე, ნებისმიერი სახით. ანუ, თუ ადგილობრივ მოსახლეობას არ უნდა, პროექტი არ უნდა განხორციელდეს. მეორე – მიმაჩნია, რომ მსგავსი სტრატეგიული, ენერგეტიკული  ობიექტების საკონტროლო პაკეტი უნდა ეკუთვნოდეს ჩვენს  სახელმწიფოს. მე გამოვედი წინადადებით, რომ ჩემი აზრით, უნდა გაკეთდეს საზოგადოებრივი კომისია, რომელშიც შევა რიონის მოსახლეობა, შევლენ უცხოური კომპანიების წარმომადგენლები  და სპეციალისტები, რათა მოინახოს კონსტრუქციული გამოსავალი ამ მიმართულებით. ის პოზიცია, რაც ხელისუფლებას უჭირავს, რომ აიგნორებს მოსახლეობის პროტესტს და არავითარ დიალოგზე არ მოდის, მაინც ცდილობს, ააშენოს, არ არის სწორი“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, ნამოხვანჰესის საწინააღმდეგოა აქცია მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები