ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობას” უახლოეს დღეებში პარლამენტში შემოსვლა მოუწევს

“ნაციონალურ მოძრაობას“ უახლოეს დღეებში პარლამენტში შემოსვლა მოუწევს, ეს ნიშნავს, მათ სისუსტეს, არათანმიმდევრულობას და მარცხს”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია.

„ნაცმოძრაობას“ უახლოეს დღეებში პარლამენტში შემოსვლა მოუწევს. ეს ნიშნავს, მათ სისუსტეს, მათ არათანმიმდევრულობას და მარცხს. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთან კომუნიკაცია, რომ თითოეულ დეტალთან დაკავშირებით საზოგადოების წევრებს ინფორმაცია ჰქონდეს. ყველაფერი დამოკიდებულია შესაბამის ოპოზიციურ პარტიებზე პარლამენტში შემოვლენ თუ არ შემოვლენ, მათი გადასაწყვეტია. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია, ეს განაცხადა შარლ მიშელმა. ასევე მათზეა დამოკიდებული პარლამენტს შიგნით მუშაობა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები