ნიგერიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია არმიის შტაბის უფროსი

ქალაქ კადუნას აეროპორტთან ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ქვეყნის სახმელეთო ძალების შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იბრაჰიმ ატაირუ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნიგერიის სამხედრო საჰაერო ძალების პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შემთხვევა 21 მაისა მოხდა.

„ქალაქ კადუნას საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, დღეს საღამოს ნიგერიის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Reuters-ის ინფორმაციით, ატაირუ შტატ კადუნაში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრებოდა. გარდა ამისა, ბორტზე იმყოფებოდა ასევე 7 სამხედრო. ყველა მათგანი დაიღუპა.

ხელისუფლება ამ დროისთვის მომხდარის დეტალებს იკვლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები