ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის ისევ იხსნება
ეიფელის კოშკზე ასვლა ვიზიტორებისთვის 16 ივლისიდან იქნება შესაძლებელი.
ინფორმაცია ეიფელის კოშკის ადმინისტრაციის სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ამასთანავე, აღინიშნება, რომ ბილეთების ონლაინ ყიდვა უკვე პირველი ივნისიდან იქნება შესაძლებელი.
ეიფელის კოშკი 2020 წელს სამჯერ დახურეს.
პირველად ეს თებერვალში მოხდა – საპროტესტო აქციების დროს რამდენიმე დღის განმავლობაში; მეორედ უკვე მარტში – კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო და მესამედ – შემოდგომას.
საფრანგეთში ორი დღის წინ კორონავირუსული შეზღუდვების შესუსტების მეორე ეტაპი ამოქმედდა, რომლის მიხედვით, კაფეებს სტუმრების მიღება ღია ტერასებზე შეუძლიათ; ასევე, ე.წ.კომენდანტი საათი 2 საათით გვიან ამოქმედება – 21:00 საათიდან – 06: 00 საათამდე.