ყვარელი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

კახეთში, ყვარელი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, მერსედესის მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ თვითმცლელს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა და სამმა მგზავრმა სხეულის დაზიანება მიიღო.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები