ბოლნისში არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჰელფინ ჰენდ“ პანდემიასთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გამართა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჰელფინ ჰენდ“ ქალაქ ბოლნისში ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო ტრენინგი გამართა დევიზით: „დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის“. ტრენერებმა ახალგაზრდებს კორონავირუსისა და ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ვალენტინა ნავერიანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით გამართული ტრენინგი მიზნად ისახავს პანდემიის პირობებში ახალგაზრდებში ჰიგიენის დაცვისა და სანიტარული პრაქტიკის საკითხების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ტრენინგის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები