აშშ-ის საელჩომ საჩხერის მუნიციპალიტეტს ავტობუსი გადასცა

აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას ავტობუსი ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის გადასცა.

ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ორმხივი ურთიერთობის ოფიცერი – მაიორი დანიელ სეკულა და კაპიტანი სანიელ სპანო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების მენეჯერთან – თამარ რურუასთან ერთად საჩხერეში იმყოფებოდნენ.
ადგილზე ისინი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერ ბენიამენ ფალავანდიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე კახა მამულაძეს, “წითელი ჯვრის საზოგადოების” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელ ნინო დიდბერიძესა და ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრის მენეჯერ ქეთევან ფალავანდიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრის ფუნქციონირებაზე, “წითელი ჯვრის” როლზე პანდემიურ გარემოში, ე.წ. საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის მდგომარეობასა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
საუბარი სამომავლო გეგმებსაც შეეხო. ბენიამენ ფალავანდიშივლმა მხარეებს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის. შეხვედრის შემდეგ სტუმრები, სოფელ სხვიტორში ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრს ზემოთნახსენები ავტობუსით ეწვივნენ და ხანდაზმულები მოინახულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები