Politico: აშშ-მა ისრაელს ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის ჩატარება გადააფიქრებინა

შეერთებულმა შტატებმა ისრაელს ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის ჩატარება გადააფიქრებინა, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თანახმად, ისრაელს სახმელეთო ოპერაციისგან “ერთი ნაბიჯი აშორებდა”, რასაც შესაძლოა, კონფლიქტის გაჭიანურება გამოეწვია.

ვაშინგტონის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობის ესკალაცია დასასრულს უახლოვდება.

აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა პირადად მოუწოდეს პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და მის თანაშემწეებს, დაასრულონ სამხედრო ოპერაცია პალესტინელი რადიკალების წინააღმდეგ. სწორედ ამის შემდეგ, წერს “პოლიტიკო”, ნეთანიაჰუმ საჯაროდ გამოაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულებისთვის კიდევ ”რამდენიმე დღე”დარჩა.

გაზეთი განმარტავს, რომ ვაშინგტონი თავიდანვე იმედოვნებდა, რომ კრიზისი რაც შეიძლება მალე დასრულდებოდა. აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა აირჩიეს ისრაელზე არაპირდაპირი ზეწოლის სტრატეგია, და აიცილეს ოფიციალური მოთხოვნები ღაზას სექტორზე დარტყმების შეჩერების შესახებ და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მეშვეობით კონფლიქტის მოგვარების მცდელობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები