კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 527, იმერეთში – 95
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 968 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 527 შემთხვევა, აჭარაში – 71, იმერეთში – 95, ქვემო ქართლში – 58, შიდა ქართლში – 28, გურიაში – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 75, კახეთში – 49, მცხეთა-მთიანეთში – 21, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 086, საიდანაც: 4 331 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 378, აჭარაში – 518, იმერეთში – 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 438, აჭარაში – 96, იმერეთში -154. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 214 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 6, იმერეთში – 13. 668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 – თბილისში, 267- აჭარაში. 12 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.