კელი დეგნანმა ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი მოინახულა და სასულიერო პირებს შეხვდა (ფოტო)

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სიღნაღში, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებენ ღირებულებებს, რომელიც მორწმუნე ადამიანთა პატივისცემასა და რელიგიის თავისუფლების დაცვის ერთგულებას გულისხმობს. დღეს ელჩმა დეგნანმა სიღნაღში, ბოდბის მონასტერში წმინდა ნინოს საფლავი მოინახულა. ვიზიტისას ელჩი შეხვდა მეუფე იაკობს, იღუმენია თეოდორასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ლიდერებს შეხვდა,” – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები