ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა
იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მას საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა. ამის შესახებ დოკუმენტს ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადეიშვილმა 4 მარტს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოითხოვა, ვინაიდან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
სერვისების განვითარების სააგენტომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.