კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 790, იმერეთში – 168, აჭარაში – 117

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 790, იმერეთში – 168, აჭარაში – 117, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 468 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 651 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 817 PCR ტესტით.

„ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 390 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 327 831-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.35%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.40%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 307 334-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 397 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 790 შემთხვევა, აჭარა – 117, იმერეთი – 168, ქვემო ქართლი – 54, შიდა ქართლი – 41, გურია – 39, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 42, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 074 საიდანაც: 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 373, აჭარაში – 467, იმერეთში – 502. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 896 პირი, მათ შორის, თბილისში – 433, აჭარაში – 92, იმერეთში -141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 198 პირი, მათგან თბილისში – 137, აჭარაში – 4, იმერეთში – 13. 730 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 363 – თბილისში, 338 – აჭარაში. 11 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 63, ხოლო აჭარაში – 1.

სულ 6 ოქტომბრიდან – 13 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 644 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 071 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 452 პირი, აჭარაში – 1 831, იმერეთში – 1 401“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები