“სახმელეთო საზღვრების გახსნა იგეგმება, მაგრამ ვადებში ეს უნდა დაემთხვეს მესამე ტალღის დასრულებას”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს უახლოესი რამდენიმე კვირის თემაა.
„სახმელეთო საზღვრების უსაფრთხო გახსნა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმული ტურიზმის. სახმელეთო საზღვრების გახსნა ზოგადად იგეგმება, მაგრამ ვადებში ეს უნდა დაემთხვეს მესამე ტალღის დასრულებას. ალბათ, უახლოესი რამდენიმე კვირის თემაა“, – განაცხადა თურნავამ.