ერდოღანი: ისრაელის ქმედებები ადამიანის უფლებებს არღვევს და უნდა შეწყდეს

“ისრაელის ქმედებები ადამიანის ძირითად უფლებებს არღვევს და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯიფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ისრაელის ქმედებები, რომლებიც საერთაშორისო სამართალსა და ადამიანურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. თუ გაერო-ს უშიშროების საბჭო სასწრაფო ზომებს არ მიიღებს და ამ ძალადობას არ შეაჩერებს, ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო სისტემა მოშლილია. არ უნდა დავივიწყოთ, რომ იერუსალიმი მთელი მსოფლიოა, ხოლო იერუსალიმში მცხოვრები მუსლიმები – მთელი კაცობრიობაა“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

12 მაისს ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები